მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისის საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი მერიისგან სამშენებლო ნებართვის გაუქმებას ითხოვს - 10 მარტი 2013

[მედიანიუსი]

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პეკინის ქუჩა 24-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

გაბუნიას თქმით, შეხვედრა მოსახლეობის თხოვნით გაიმართა, რადგან მათ ავარიული სახლის პრობლემები აწუხებთ. სახლი ავარიულ და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაშია და ამის მიზეზი მერიის გაუაზრებელი და უკანონო ნებართვაა, რომელიც მან საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად გასცა.

ზაზა გაბუნია: “ამ პრობლემის მოგვარება თავად მერიას შეუძლია. პირველ რიგში ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნებართვა, რომლითაც ცალკეული ადამიანების კომერციული ინტერესების გამო უკანონო მშენებლობა იქნა წამოწყებული და ამასთან, მერიამ საცხოვრებელ კორპუსს უნდა მოხსნას ის 150 ტონიანი ზედნაშენი, რომელიც საფრთხეს უქმნის პეკინის 24-ში მცხვრებთა სიცოცხლეს”.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია