მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლებული სამი პედაგოგი სამსახურს დაუბრუნდა - 11 მარტი 2013

[მედიანიუსი] 

საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სამი პედაგოგის მიმართ პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა. ამ ეტაპზე სკოლის დირექტორის მიერ სამივე პედაგოგი უკვე აღდგენილია, _ აცნობეს `მედიანიუსს~ განათლების სამინისტროდან.

„ძალიან დიდი მადლობა კომისიის ყველა წევრს ჩვენი საქმეების განხილვისთვის. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება, ეს კომისია არ შეიქმნებოდა და ჩვენს მიმართ ჩადენილი უკანონობითაც არავინ დაინტერესდებოდა. დიდი მადლობა მინისტრს სამართლიანობის აღდგენისთვის“ - განაცხადა გორის მეორე საჯარო სკოლაში აღდგენილმა პედაგოგმა ეკატერინე ქარდავამ.

კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ასევე სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლებულ შვიდ პირზე. დაადგინა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი პოლიტიკური მოტივის არსებობის შესახებ. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები და საქმეები შესასწავლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.

ამ ეტაპზე, მიღებული 830 მომართვიდან კომისიის მიერ 630 განცხადების პირველადი განხილვაა დასრულებული. ამასთან, შემოსულია 105 დამატებითი დოკუმენტაცია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია