მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჩვენ იმდენად შეგვძულდა პრეზიდენტი, რომ მის ინსტიტუციასაც კი იგნორს ვუკეთებთ _ მამუკა კაციტაძე - 11 მარტი 2013

[მედიანიუსი]

პარტია ,,ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ახლანდელი პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის გამო პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა დაკნინდეს.

როგორც დღეს გაზეთ ,,პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, მართალია ის, რომ ერთ ადამიანს, რაოდენ დიდი ლეგიტიმაციითაც არ უნდა იყოს ის არჩეული, არ უნდა ჰქონდეს უფლება ერთპიროვნულად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მოყვანის, გაშვებისა და დათხოვნის.

,,პრეზიდენტი ხომ არ უქმდება ამ ქვეყანაში? მართალია, მისი უფლებამოვალეობები იკვეცება და ის აღარც აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება და არც საკანონმდებლო, ის იქნება ერთგვარი არბიტრი. ხომ შეიძლება მასაც ჰქონდეს უფლება ბორდში ადამიანის წარდგენისა? ხომ არ ვიცით ვინ იქნება პრეზიდენტი? ჩვენ იმდენად შეგვძულდა პრეზიდენტი, რომ მის ინსტიტუციასაც კი იგნორს ვუკეთებთ“, _ განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს ერთმევა უფლება, შეარჩიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია