[მედიანიუსი]
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია გლდანის #8 საპყრობილეში უფრო დაცული იქნება.
ამის შესახებ სუბარმა თელავში განაცხადა, სადაც ვიდეოპაემნების სერვისის ამოქმედებას დაესწრო.
მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეში ისეთი პირობები იყო, რომელიც ქვეყნის იმიჯს არ ეკადრებოდა.
,,საპატიმროში სარემონტო სამუშაოები დაიწყო და შესაბამისად, ბაჩო ახალაია და სხვა პატიმრები გლდანის ციხეში გადაიყვანეს”,-განმარტა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის #8 საპყრობილეში გადაიყვანეს.