მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლეიბორისტები ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ - 11 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას 100 მილიონი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, ამ მცირე დროში ივანიშვილის გუნდმა 100 მილიონი საბიუჯეტო თანხა მივლინებებში, პრემიებსა და ლობისტურ ჯგუფებში გაფლანგა.

,,ეს ფული საკმარისი იქნებოდა თითოეულ რეგიონში უფასო საავადმყოფოს გასახსნელად. ნაცებივით ხალხის ხარჯზე ფუფუნება და დროსტარება არანაკლებ ჰყვარებია ,,მეოცნებე” ხელისუფლებას. მადა აღძრულმა ივანიშვილის გუნდმა, ამ მცირე დროში მივლინებებში, პრემიებსა და ლობისტურ ჯგუფებში 100 მილიონი საბიუჯეტო თანხა გაფლანგა,”-აცხადებს გუგავა.

მისი თქმით, დეკემბრის დასასრულს სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლებს პრემიების სახით 700 ათასი ლარი გადაეცათ.

,,მივმართავთ, გაღატაკებული ქვეყნის გაქსუებულ მთავრობას, დროულად დაიოკონ ფინანსური ვნებები და შეასრულონ წინასაარჩევნოდ ხალხისთვის მიცემული დაპირებები,”- აცხადებს გუგავა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია