მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დევნილებისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროექტი იწყება - 12 მარტი 2013

[მედიანიუსი]

15 აპრილიდან „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხელშეწყობის“ პროექტი ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრენინგ-ცენტრი, რომელიც დევნილებს უფასო მომსახურებას გაუწევს.

ჯგუფურ შეხვედრები და ტრენინგები ხელს შეუწყოფს იმ უარყოფითი შედეგების დაძლევას, რომელიც თან ახლავს ომისა და დევნილობის შედეგად განვითარებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა სახის ტრეინინგებში, რომლის მიზანია მათი ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, ტრავმის, ემოციური დისკომფორტის დაძლევა, სოციალური და პიროვნული ზრდის, ფსიქოგანათლებისა და სოციალური აქტივობის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები: ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; თვითშეფასების ამაღლება, თვითდარწმუნებულობის განვითარება; კონფლიქტების მოგვარება; სტრესთან გამკლავების უნარ-ჩვევები/სტრატეგია; ოჯახში ძალადობის პრობლემა და მისგან დაცვა; ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, ეფექტური აღზრდის უნარ-ჩვევები;

ასევე, განიხილება ის საკითხები, რომლითაც თავად მონაწილეები დაინტერესდებიან.

ჯგუფური ტრენინგების/მუშაობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 595 23 21 02

აღნიშნული პროექტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან, მინისტრის მოადგილე ქალბატონ ნინო ჭავჭავაძის და არასამთავრობო ორგანიზაციის - ქალთა საკონსულტაციო ცენტრის „სახლი“ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მას ასევე, მხარს უჭერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი. პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ფსიქოლოგიურ დახმარებასა და რეაბილიტაციას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია