მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი შეამცირონ _ ნოდარ ხადური - 12 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება უკვე დაწყებულია.

როგორც ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, თავად ბანკირები არიან დაინტერესებულნი, რომ საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ, თუმცა ამას გარკვეული წინაპირობები სჭირდება.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა გახდეს მსოფლიო საბანკო სისტემის ნაწილი. მაგრამ პროცესი საპროცენტო განაკვეთების შემცირების უკვე დაწყებულია. ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, მაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას“, _ განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამოხმარებლო სესხები, არამედ ბიზნეს სესხები.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რამდენიმე საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ სესხები შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთებით განხორციელდეს.

მან ამ პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორებიდან გამოსარიცხად მაღალი ინფლაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაცია დაბალია და ხშირ შემთხვევაში უარყოფითიც.

,,ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ბანკებმა დაიწყონ ერთმანეთთან საფასო კონკურენციასთან შესვლა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება“, _ აღნიშნა ხადურმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია