მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მწვანე ალტერნატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს - 12 მარტი 2013

[მედიანიუსი] 

`მწვანე ალტერნატივამ~ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების პროექტების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

მიმართვაში ორგანიზაცია მიუთითებს ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის უარყოფით მხარეებზე.

მწვანე ალტერნატივა აღნიშნავს, რომ სამთავრობო გუნდის ცალკეული წევრები აგრძელებენ წინა ხელისუფლების გაკვალული გზით სიარულს და უარს არ ამბობენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის უგულებელყოფით ინიცირებულ პროექტებზე, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს მათი პოლიტიკური გამოუცდელობა და/ან გარკვეული ინტერესთა კონფლიქტები. არ არის გაუქმებული რეგულაციები, რომლებიც განაპირობებდა სექტორში არსებულ პრობლემებს, გადაწყვეტილებების მიღებას სრულიად გაუმჭვირვალე მექანიზმებით, ასევე, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა ელიტური კორუფციისათვის. ამ „ჩვეული პრაქტიკის“ (ბუსინესს ას უსუალ) გაგრძელება იწვევს მთავრობის და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მიერ ოფიციალურად დეკლარირებული იდეების დისკრედიტაციას, რომელთა თანახმად, გარემოს დაცვა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად განვითარდებოდა.

ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც სთავაზობს. `მწვანე ალტერნატივა~ მიიჩნევს, რომ მიმართვაში მოყვანილი ღონისძიებები დაეხმარება გადაწყვეტილებების მიმღებებს გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზისით გაწონასწორებული, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში, მისაღები იქნება ინვესტორებისთვისაც და ამასთანავე, ხელს შეუწყობს ქვეყნის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროპის ენერგოთანამეგობრობის წევრი.

მიმართვაში გამახვილებულია ყურადღება ყაზბეგის რაიონში, ხდის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის პროექტზე. მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ ეს პროექტი და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ერთგვარი ინდიკატორია იმისა, გაგრძელდება თუ არა „ჩვეული პრაქტიკა“ და რამდენად შეასრულებს მომავალში წინაარჩევნო დანაპირებს „ქართული ოცნება“ - არამარტო გარემოს დაცვის პრიოპრიტეტულობის, არამედ ელიტურ კორუფციასთან ბრძოლისა და ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისითაც.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია