მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისში ელექტროენერგიის გათიშვებთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფი შეიქმნება - 12 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე კომპანია „თელასის“ სერვის-ცენტრების მენეჯერებს შეხვდა და თბილისის სტაბილური ენერგომომარაგების შესახებ იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამინისტროში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ცენტრალური სადისპეჩეროდან გათიშვების შესახებ ინფორმაციას 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. ჯგუფი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირადი კონტროლის ქვეშ იმუშავებს.

ელექტროენერგიის გეგმური გათიშვების შესახებ სს „თელასი“ თავის მომხმარებლებს ინფორმაციის მასობრივი წყაროების საშუალებით წინასწარ ატყობინებს. ასევე, აბონენტებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება 24 საათის განმავლობაში კომპანიის განახლებულ მომსახურების ცენტრში შეუძლიათ ტელეფონზე: 2779977; 2255211.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია