მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თენგიზ გუნავას ბრალი ნაწილობრივ მოეხსნა - 13 მარტი 2013

[myrights.ge] 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას პროკურატურამ ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოუხსნა. ამის შესახებ პროკურორებმა დღევანდელ პროცესზე განაცხადეს.

ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში სხვადასხვა პროცესუალური დარღვევებია გამოკვეთილი, მისი დაკავება და ჩხრეკა საპროცესო კოდექსის ნორმათა უხეში დარღვევით წარიმართა და ბრალდება უნდა მოიხსნას.

პროკურორების განცხადებით, ბრალდების შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა ის მოსაზრება, თითქოს გუნავას პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს, მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს გამოძიება დაადგენს.

თენგიზ გუნავას მეორე ბრალდებაზე, რომელიც ბენზინის ტალონებსა და თანხების მითვისებას ეხება, სასამართლო პროცესი 26 მარტს განაახლებს მუშაობას.

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში პროცედურული დარღვევები არსებობს და ეს ცალსახაა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს დასკვნას, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების - თენგიზ გუნავას, ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის საქმეებში არსებული პროცედურული დარღვევები იქნება ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს. ნანუაშვილის თქმით, რეკომენდაციების ადრესატები იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი იქნებიან.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია