მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია - 15 მარტი 2013

[myrights.ge]

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული, აქედან გამომდინარე, ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს, თუ ასლს, ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია, - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. 

ამავე დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილ ვიდეომასალაში არსებულ აუდიონაწილში ჩანაწერის დასაწყისიდან იმ მომენტამდე, სადაც პირველად ფიქსირდება ბარაბნიანი პისტოლეტი და ავტომანქანაში სავარძლის ქვეშ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,  წარმოადგენს მონტაჟს.

ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე, (რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემთხვევის ადგილის ამსახველ გარემოებებს შეეხებოდა) ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიანიესპერტიზის დასკვნას თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი. გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ.

ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გამოძიებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება:

„მე ექსპერტიზის დასრულების და მისი შედეგების შესახებ მედიიდან გავიგე და ამ შედეგებში ეჭვი არც მეპარებოდა. ჩემი აზრით, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება გამოძიებისთვის, თუ რისთვის ჩამოვიდა დონაძე საქართველოში. ეჭვი არ მეპარება, რომ ფირცხალავას ვიდეო-ფირი გასავრცელებლად მან გადასცა და ორივე რაღაც დანაშაულებრივი სქემით მოქმედებდნენ. დიდი მოთმინებით ველოდიები როდის დასრულდება გამოძიება და როდის დაისჯება ყველა დამნაშავე“.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება. როგორც „ინტერპესნიუსთან“ საუბრისას ფირცხალავამ განმარტა, ვიდეომასალა ორიგინალი რომ არ არის, ეს ისედაც ეტყობა და მასალა „ალბათ კასეტაზე განთავსებული ფირის კოპირებაა“:

„მონტაჟი რას ნიშნავს, არ არის მკვდარი ადამიანი?! ავტომატები მიხატული აქვს, მიმონტაჟებულია ეს ყველაფერი თუ როგორ არის საქმე?! მე არ ვიცი მონტაჟი რას ნიშნავს, ახსნან სიტყვა, რას ნიშნავს მონტაჟი. მანდ არის დაახლოებით ხუთი-ექვსი წყვეტა, მაგრამ სამი წუთი და ორმოცი წამი არის უწყვეტი კადრი. რეალურად ასახავს შემთხვევის ადგილს. მაგის მერე არის წყვეტები“.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნას არ გაცნობია და დასკვნა „წესით და რიგით მისთვის უნდა მიეცათ და ასე არ უნდა გამოექვეყნებინათ“.

ირაკლი ფირცხალოავა და გურამ დონაძე გამოდიან ინიციატივით, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და სპეციალისტებით და მასალას ობიექტურად და მიუკერძოებლად შეისწავლის და შეაფასებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია