მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არჩილ კბილაშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენების ფაქტის არსებობას უარყოფს - 16 მარტი 2013

[myrights.ge]

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენების ფაქტის არსებობას უარყოფს. ასე გამოეხმაურა კბილაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოქრუაშვილმა ახალი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის სამინისტრო უკანონო მოსმენებში დაადანაშაულა.

მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს შეეხებოდა არჩევნების მერე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგომ პერიოდს და ამ დროის შემდგომ მოსმენებს, მაშინ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ მხრივ არანაირი გამოძიება ჩვენთან არ მიდის, რადგან შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობდა. თუკი ასეთ ინფორმაციას ის ფლობს, მაშინ რასაკვირველია, ამაზე გამოძიებას დავიწყებთ და ვალდებულებიც ვართ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მსგავსი რამ არ ხდებოდა. მანამდე პერიოდს რაც შეეხება, ჩვენ ვიყავით ის ორგანო, რომლებმაც კუდ-ში ვირსუსის არსებობის შესახებ საზოგადეობას ამცნო და ამასთან დაკავშირებით პასუხისგებაში 12 ადამიანი მიეცა, - აცხადებს კბილაშვილ.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძე ცხადებს, რომ „ირაკლი ოქრუაშვილს ბევრი განცხადება გაუკეთებია, რასაც შემდეგ თვითონვე უარყოფს ხოლმე“. მისივე  თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება ირაკლი ალასანიას უწყებისადმი არარეალურია:

ირაკლი ალასანია, როგორც კი მინისტრი გახდა, მთელი ის აპარატურა, რომელიც ჰოქნდა ამ უწყებას და გათვალისწინებული იყო ოპერატიული დანიშნულებისთვის, პრინციპულად ჩამოაშორა სამინისტროს - რასაც წარსულში ახალაია ახორციელებდა. ოქრუაშვილის მხრიდან ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია, რასაც შემდეგ თვითონვე უარყოფს ხოლმე.

ყოფილი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ ღია ეთერში განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საფრანგეთში უსმენდნენ:

კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი - ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში სრულად. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერტიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით?!, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?!, - აღნიშნავს ოქრუაშვილ და დასძ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია