მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არჩილ კბილაშვილი - თენგიზ გუნავასთვის იარაღი და ნარკოტიკი არ ჩაუდიათ - 16 მარტი 2013

[myrights.ge]

თენგიზ გუნავასთვის იარაღი და ნარკოტიკი არ ჩაუდიათ მას ეს დაკავებისას ჰქონდა. ეს განცხადება გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში გააკეთა. კბილაშვილის განმარტებით, გუნავას ბრალი ერთადერთი მიზეზით ვერ უმტკიცდება. მისი თქმით, ეს არის პროცედურული დარღვევები, რომელიც დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში გამოვლინდა:

არასამართლებრივ ენაზე, რომ ვისაუბროთ ჩვენ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჰქონდა და მისთვის არცერთი არ ჩაუდვიათ. რაც შეეხება სამართლებრივ კუთხეს - სამართლებრივ ენაზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ გუნავას ნარკოტიკი და იარაღი ჰქონდა, მიუხედავად ამისა იმიტომ, რომ მისი დაკავებისას პროცედურები დაირღვა, ამ ბრალდებას ძირი გამოეთხარა. ჩვენ ვერ ვუმტკიცებთ, რომ მას იარაღი და ნარკოტიკი ჰქონდა. ამის მიზეზია ჩხრეკის და დაკავების ოქმი, რომლიც დარღვევებით შეიქმნა, ამ ყველაფრის დროში აცდენებმა მტკიცებულებას დააკარგვინა მტკიცებულების სახე.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას პროკურატურამ ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოუხსნა. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში სხვადასხვა პროცესუალური დარღვევებია გამოკვეთილი, მისი დაკავება და ჩხრეკა საპროცესო კოდექსის ნორმათა უხეში დარღვევით წარიმართა და ბრალდება უნდა მოიხსნას.

პროკურორების განცხადებით, ბრალდების შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა ის მოსაზრება, თითქოს გუნავას პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს, მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს გამოძიება დაადგენს.

თენგიზ გუნავას მეორე ბრალდებაზე, რომელიც ბენზინის ტალონებსა და თანხების მითვისებას ეხება, სასამართლო პროცესი 26 მარტს განაახლებს მუშაობას.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში პროცედურული დარღვევები არსებობს და ეს ცალსახაა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს დასკვნას, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების - თენგიზ გუნავას, ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის საქმეებში არსებული პროცედურული დარღვევები იქნება ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს. ნანუაშვილის თქმით, რეკომენდაციების ადრესატები იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი იქნებიან.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია