მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აზერბაიჯანის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს - 16 მარტი 2013

[myrights.ge]

ადამიანის უფლებათა ცენტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის ჯავიდ ნასიროვისთვის გირაოს შეფარდებას და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას  ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნასიროვი უკვე მე-7 თვეა იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში.  ის, 2012 წლის 15 სექტემბერს საპატრულო პოლიციის  თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, რადგან ინტერპოლის არხებით იძებნებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, ჯავიდ ნასიროვი ბიზნესმენია. იგი აცხადებს, რომ მას აზერბაიჯანის ძალოვანი სტრუქტურები მას შემდეგ დევნიან, რაც კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე თქვა უარი:

ცენტრი სასამართლოსგან მოითხოვს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ნასიროვის ექსტრადიციის საკითხის განხილვა პროკურატურის  მიზეზით გაუმართლებლად ჭიანურდება. გარდა ამისა, პროკურატურას ყველა მტკიცებულება შეკრებილი აქვს და ნასიროვის თავისუფლებაში ყოფნა გამოძიების ინტერესებს ხელს არ შეუშლის. არც მისი მიმალვის საფრთხე არსებობს, რადგან ნასიროვი საქართველოს სახელმწიფოსგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვს, ჰყავს ქართველი საცოლე და არსად გაქცევას არ აპირებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის საბოლოო მიზანია, არ განხორციელდეს ბიზნესმენ ჯავიდ ნასიროვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და მიეცეს მას ლტოლვილის სტატუსი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია