მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თენგიზ შერგელაშვილი: „სტრატეგიის დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩევა“ - 16 მარტი 2013

[myrights.ge]

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, სტრატეგიის დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩევა“:

სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ მოიწონა, პირდაპირ და გარკვევით წერია, რომ თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით. უფრო მეტიც, სტრატეგიის მიხედვით, ამავე პრინციპით აირჩევა არამხოლოდ თბილისის, არამედ სხვა თვითმმართველი ქალაქების მერები და მუნიციპალიტეტების გამგებლები. რატომ დასჭირდა დღეს თბილისის მერს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სიცრუეა და სინამდვილეს არ ასახავს, ვერ გეტყვით.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა 2014 წლიდან დედაქალაქის მერის პირდაპირი არჩევის წესის შესაძლო გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია. ამის შესახებ უგულავამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:

კატეგორიულად არ ვიზიარებ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერი 2014 წლიდან პირდაპირ არჩევითი აღარ იყოს. ეს ამ კონცეფციაში სამწუხაროდ, დევს. არ ვიცი, რა ლოგიკას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამას ნებისმიერი გამოკითხვის შედეგად თბილისელების 90% მხარს არ დაუჭერს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება არჩეული, აქ საუბარია, პრინციპზე, რომ თბილისის მერი იყოს პირდაპირ არჩეული. სანაცვლოდ შემოთავაზებულია, რაონის გამგებლებისა და რაიონის საბჭოების არჩევა, და შემდეგ ასოცირებული წესით მერის შერჩევა.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2006 წელს, როცა პირველად საქართველოს ისტორიაში თბილისის მერის არა პრეზიდენტის მიერ დანიშვნა, არამედ საკრებულოს მიერ არჩევა მოხდა, მანამდეც და შემდეგაც მუდმივად იყო კრიტიკა ამასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერი და თვითმმართველობა პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. 2010 წლის არჩევნები სწორედ ასეთი იყო და თბილისელების სურვილი მაშინ მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარა. მაშინ პირადად მე დავაყანე ეს წინადადება, რომ 2010 წლის არჩევნებზე თბილისის მერი პირდაპირი კენჭისყრით ყოფილიყო არჩეული. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს  ფუნდამენტურად საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული და უკან დახეული ნაბიჯია, - განაცხადა უგულავამ და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე როგორ ექსპერტებთან, ისე ყველა დაინტერესებულ მხარესთან მსჯელობის შესაძლებლობა იქნება.

თბილისის მერი – ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, რომელიც სათავეში უდგას ქალაქ თბილისის მერიას. 2006 წლამდე თბილისის მერს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა. 2006 წელს მერი თბილისის საკრებულომ აირჩია. 2010 წელს საქართველო ისტორიაში მერის პირველი არჩევნები გაიმართა. პირველი არჩეული მერია გიგი უგულავა.

თბილისის მერი პასუხისმგებელია ქალაქის სტრატეგიული განვითარებაზე.

მერების სია (1992 – დღემდე):

ოთარ ლითანიშვილი 1992-1993

კონსტანტინე გაბაშვილი 1993

ნიკოლოზ ლეკიშვილი 1993-1995

ბადრი შოშიტაიშვილი 1995-1998

ივანე (ვანო) ზოდელავა 1998-2004

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004-2005

გიორგი (გიგი) უგულავა 2005-დღემდე

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია