მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების სამინისტროს ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს - 19 მარტი 2013

[myrights.ge]

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების სამინისტროს ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

როგორც პირWელს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, გუშინ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულები - ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, ლევან ფურცხვანიძე, გურამ ცომაია, გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა და ბაჩანა ახალაია მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ წერილობით რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა; ბრალდებულებმა - ვიქტორ ყაჭეიშვილმა, ოლეგ ფაცაციამ, ლევან ფურცხვანიძემ, გურამ ცომაიამ, გაგა მკურნალიძემ და დავით ხუჭუამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში 2013 წლის 10 მარტს და 11 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით გადაიყვანეს, დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ მათ მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მათი განცხადებით, ადმინისტრაციულ კორპუსში გადაყვანის დროს, პატიმრები ჩერდებოდნენ პირველი კორპუსის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას. ბრალდებულთა განცხადებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ბრალდებულების განმარტებით, ამასთან ერთად, 13 და 14 მარტს, პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაწესებულების მოქმედი თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს, რადგან თანამშრომელი ცდილობდა აღეკვეთა მათი შეურაცხმყოფელი საქციელი.

ბრალდებულები - გაგა მკურნალიძე და დავით ხუჭუა აცხადებენ, რომ  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან, რაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თავს ვერ გრძნობენ უსაფრთხოდ და ითხოვენ სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც არაადამიანური მოპყრობისგან დაცული იქნებიან.

ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ მათ სიტყვიერად არაერთხელ მიმართეს #9 დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო მათი გადაყვანა #8 დაწესებულებაში, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ #8 დაწესებულებაში მათი მოთავსება დაუშვებელია და აღნიშნულით ხდება სხვა პატიმრების პროვოცირება უკანონო ქმედებების ჩასადენად.

სახალხო დამცველი მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს, რათა დაცული იყოს ბრალდებულების ვიქტორ ყაჭეიშვილის, ოლეგ ფაცაციას, ლევან ფურცხვანიძეს, გურამ ცომაიას, გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას და ბაჩანა ახალაიას უსაფრთხოება და ამასთანავე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოუწოდებს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს, რათა მსჯავრდებულების უსაფრთხოება დაცული იყოს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რაიმე სახის ზიანი არ მიადგეს.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ, დავით დარჩიაშვილ აუცხადებს, რომ  გლდანის ციხეში პატიმრები ბაჩო ახალაიას ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ:

მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი გვეუბნება ქედმაღლურად, რომ ჭორია, თითქოს კრიმინოგენული ვითარება მძიმდება, რეალურად ამის ნიშნები არის როგორც გარეთ, ისე ციხეში. კერძოდ, გლდანის ციხიდან მოდის ინფორმაციები, რომ თანამშრომლები არიან ფიზიკური ზეწოლის ქვეშ პატიმრების მხრიდან, რომლებიც, პრინციპში, ბაჩო ახალაიას ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ. ვაფრთხილებთ მთლიანად ამ სისტემას, რომ ვითარება არ უნდა გამოვიდეს მათი კონტროლიდან და სამართლიანობის აღდგენა მოახდინონ მართლაც სამართლიანი გზებით და არა იმ მეთოდებით, რისი ნიშნებიც ჩანს.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, გლდანის ციხის გარკვეულ ნაწილს .. მაყურებლები აკონტროლებენ. მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ .. მატროსოვის ციხიდან გლდანის ციხეში ბაჩო ახალიას გადაყვანსაერთაშოროსი პრინციპების დარღვევაა, ვინაიდან ჩვეულებრივ პატიმრებთან ყოფილი თანამშრომლების ყოფნა დაუშვებელია:

ციხის გარკვეულ ნაწილს .. მაყურებლები აკონტროლებენ. ადგილი აქვს გარკვეულ არეულობას და ეს ყველაფერი ბაჩო ახალიასა და ყოფილ თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით ხდება. ეს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აპირებენ ადამიანების უფლებების დაცვას ახალი ხალისუფლების წარმომადგენლები.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია