მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს კონსტიტუციაში გახორციელებული ცვლილებები ძალაშია - 27 მარტი 2013

[myrights.ge] 

პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში გახორციელებული ცვლილებები ძალაშია.  პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

შესაბამისად, ამოქმედდა ახალი კონსტიტუციური ნორმა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის ფორმირებას ვეღარ შეძლებს. მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი დათხოვნის შემთხვევაში კი, მთავრობის უფლებამოსილების შესრულებას ძველი მთავრობა განაგრძობს, ვიდრე რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 25 მარტს დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი: „ძალიან სერიოზული შედეგები გვაქვს, ქვეყანა ვითარდება და რეფორმების გატარება აქტიურად მიდის. დღეს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოაწერა ხელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან ეს კანონი ძალაში შედის. ამრიგად, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ამ არასწორი მექანიზმის გამოყენების და ხელისუფლებას შეეძლება მშვიდად მუშაობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში არჩევნების გარეშე ვერავინ ვერასოდეს შეცვლის ხელისუფლებას და იმ მთავრობას, რომელსაც ხალხის ნდობა აქვს“.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად მიღებულ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. ორივე პარტიის მიერ მიღწეული კონსესუსი, რომელიც ამყარებს ამ შეთანხმებას, მეტყველებს მხარეების ვალდებულებაზე ქართულ პოლიტიკაში სამართლიან მმართველობაზე. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ადასტურებს დემოკრატიული არჩევნებით მოსული პარლამენტის როლს ახალი მთავრობის დანიშვნის საკითხში, აერთიანებს საქართველოს და აყალიბებს ყველა პარტიის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს. ევროკომისარი ფულე მოუწოდებს საქართველს ყველა დაინტერესებულ მხარეს გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ამ კონსტრუქციული სულისკვეთებით ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია