მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასჯელაღსრულების სამინისტრო გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა სტატისტიკას აქვეყნებს - 28 მარტი 2013

[myrights.ge] 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრიობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო საპატიმროებიდან გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, 2013 წლის 27 მარტის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10517 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 27 მარტის მაჩვენებელთან (23965) შედარებით 13 448 (56.1%-ით) ერთეულით ნაკლებია.

2013 წლის 27 მარტს, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდა 4 ბრალდებული/მსჯავრდებული.

2013 წლის 27 მარტის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 8444-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 379-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 2, №3 დაწესებულება-3, №5 დაწესებულება-374) და 21-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 1, №8 დაწესებულება - 1, №11 დაწესებულება - 12, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია