მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
1 აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 125 ლარამდე გაიზრდება - 31 მარტი 2013

[myrights.ge] 

1 აპრილიდან პენსიები იზრდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება. 1 აპრილიდან ასევე მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა (I ჯგუფის ინვალიდები) პენსია 100 ლარიდან გაიზრდება 125 ლარამდე.

1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 ათას ქულამდე მყოფი) არსებული ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი. ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი.

1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარმდე.

შშმ ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე;

მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Natixis Global Asset Management-მა (NGAM) მსოფლიოს მასშტაბით პენსიონერთა 2013 წლის კეთილდღეობის ინდექსი გამოაქვეყნა. რეიტინგში სულ 150 ქვეყანა შევიდა, მათ შორის საქართველოც.

როგორც ორგანიზაციის მკვლევარები განმარტავენ, მათ რეიტინგზე მუშაობისას რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელს, მათ შორისაა პენსიონერთა ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით, პენსიონერთა მატერიალური კეთილდღეობოს დონე, პენსიონერთა ცხოვრების დონე და შემოსავალი.

საქართველო 150 ქვეყნისაგან შემდგარ რეიტინგში 89- ადგილზე გავიდა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (89- ადგილი), უზბეკეთს (105), ტაჯიკეთს (117) და თურქმენეთს (142) უსწრებს. რუსეთი 70- ადგილზეა, უკრაინა – 72-ზე, სომხეთიმე-80-ზე, ყირგიზეთი – 78-ზე, მოლდოვა - 76-ზე, ყაზახეთი – 66-ზე, ლიტვა – 38-ზე, ბელარუსი – 47-ზე, ლატვია - 65-ზე, ხოლო ესტონეთი – 43-ზე.

რეიტინგს ნორვეგია ლიდერობს, მეორეზე - შვეიცარიაა, ხოლო მესამეზე - ლუქსემბურგი. ბოლო ადგილზე ზიმბაბვე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეისათვის პენსიის საშუალო ოდენობა 110 ლარს შეადგენს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია