მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ივანიშვილი - საიამ გადააჭარბა თავის უფლებებს - 14 მაისი 2013

[myrights.ge]

პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, კარგია, როცა სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, თუმცა მან არ უნდა გადააჭარბოს თავის უფლებებს. უფლებების გადაჭარბების მაგალითად კი მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაასახელა.

ბიძინა ივანიშვილს მედიასთან შეხვედრისას, კითხვა დაუსვა ერთერთმა ჟურნალისტმა საია 13 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით. განცხადება ეხებოდა საია მიერ ციხეში სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების მონახულებას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათ საია წარმომადგენელს განუცხადეს, რომ დაკითხვისას მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა. საიამ კი ამბით დაინტერესებისკენ მოუწოდა სამართალდამცავებს.

საია განცხადებას რაც შეეხება, მათ აქვთ უფლება, ეს ეჭვი გამოთქვან და პროკურატურა და ჩვენც დავინტერესდებით, კანონმდებლობით როგორ არის შესაძლებელი. გამოძიებაში არ ვერევი, მე ვერც იმას მოგახსენებთ, რამდენად სწრაფად დასრულდება. ზოგადად ვკითხულობ და მეუბნებიან, რომ ფაქტებია საკმარისზე მეტი და მე არ მაქვს იმის იქით ჩარევის უფლება გამოძიებაში, – აცხადებს ივანიშვილ. მან საუბარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე საუბრით განაგრძო:

საია კარგად ახსენეთ და კარგია. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ჩემი დიდი სურილია და ვაპირებ მეც ამ პროცესში ჩავერთო, მაგრამ აქაც შევახსენებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც, მათ შორის საია წევრებსაც, რომ მათაც თავისი ფუნქცია აქვთ და საია ვერ გახდება ახალი მოსამართლე, ვერ ექნება იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე მათ აქვთ კანონით მინიჭებული, რამეთუ მე მათი რეაგირების წინანდელ ფაქტებსაც ვიხსენებ.

საზოგადოებამ მინდა გაიგოს, სახელმწიფოსაც ჰყავს სტრუქტურები,  სტრუქტურებს აქვს თავისი დანიშნულება, სახელმწიფოში არსებობს კანონი და ყველას აქვს კანონის მიხედვით თავისი უფლების განხორციელების საშუალება და ზედმეტ აქცენტს ნუ მივცემთ, საიამ თქვა და ქვეყანა უნდა აყირავდეს, არც ასეა საქმე. მე მგონი, რომ მათ გადააჭარბეს თავის უფლებებს, მაშინ მე კითხვა არ დამისვია და რეაქცია არ გავაკეთე, მაგრამ მე მაინც იქ ვრჩები, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მაქსიმალურად იაქტიუროს და, გნებავთ, გადააჭარბონ თავის უფლებებს, გნებავთ, საიამაც. ოღონდ საზოგადოებას ვახსენებ, ნუ წარმოიდგენთ საია სახელმწიფო სტრუქტურად. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და მათ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და საზოგადოებამ უნდა გააკეთოს კარგი ანალიზი.

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ბიძინა ივანიშვილის განაცხადების კომენტირებისას აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრის განცხადება არასწორია“. მისივე განცხადებით, მართებული იქნებოდა პრემიერ-მინისტრს წარმოედგინა კონკრეტული ფაქტები თუ სად, როდის რა ვითარებაში გადააჭარბა საიამ უფლებამოსილებას:

ჩვენი პოზიცია არის, რომ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მოქმედება არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს და უნდა ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, მათ შორის საიას ქმედება. თუმცა როცა კონკრეტული ბრალდება გაკეთდა პრემიერის მხრიდან, რომ საია გასცდა თავის უფლებებს, ჩვენ ვისურვებდით ბიძინა ივანიშვილს წარმოდგენინა კონკრეტული ფაქტები თუ სადა, რა ვითარებაში გადააჭარბა საიმ თავის უფლებამოსილებას, რომ შემდეგ გვემსჯელა ბრალეულობაზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია