[myrights.ge]
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი რუსულ მედიას მოუყვა თუ რატომ არ ეშინია კონკურენციის, სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის ბრძოლაში.
- საქართველოში, ოქტომბერში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტული თარიღი გამოცხადებული არ არის, მაგრამ პრეტენდენტების კამპანია დაწყებულია. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მმართველი კოალიციის კანდიდატი უკვე დაასახელა, რომელიც ავტომატურად ფავორიტად იქცა ამ პოსტზე. ეს არის მთავრობის თავმჯდომარის ახლანდელი მოადგილე, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. 44 წლის ფილოსოფიის დოქტორმა რუსელ მედიასთან პირველ ინტერვიუში „იზვესტიას“ უამბო, გამარჯვების შემთხვევაში როგორ ააწყობს რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობას.
- რამდენიმე ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა უკვე გამოთქვა მზადყოფმა, რომ მზად არის იბრძოლოს პრეზიდენტის სავარძლისთვის. მათ შორისაა პარლამენტის ექსთავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, საგარეო უწყების ექსშეფი სალომე ზურაბიშვილი, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მაისის ბოლომდე, თავის კადიდატს დაასახელებს პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია. კონკურენციის არ გეშინიათ?
- არა, არ მეშინია. ჩემ უკან ხომ დგას „ქართული ოცნება“ - ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს. ვფიქრობ, სირთულეები არ იქნება.
- გამარჯვების შემთხვევაში, როგორ აპირებთ ურთიერთობის აწყობას რუსეთთან და დასავლეთთან?
- ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებში უფრო რაციონალურ პოლიტიკაზე უნდა გადავიდეთ. ეს იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ორ ქვეყანას შორის არსებული უსერიოზულესი პრობლემები სახელმწიფო ინტერესების კონტექსტში გადაწყდება; არა პოლიტიკური ინსინუაციებით და ემოციებით, როგორც ეს წინა ხელისუფლებების დროს ხდებოდა. ჩვენ ამას შევეცდებით. ეს ხანგრძლივი გზაა, თუმცა ვექტორი განსაზღვრულია - ეს არის რაციონალიზმი.
- „ქართულმა ოცნებამ“ მოსკოვთან ურთიერთობის დალაგების პრიორიტეტები უკვე განსაზღვრა?
- დიახ, უკვე ნათლად ჩანს, ჩვენ დავიწყეთ ასეთი პოლიტიკის აშენება ნაციონალური ინტერესების საფუძველზე. ეს არის ეკონომიკა და ჰუმანიტარული სფერო.
- ამასთან, დასავლეთისკენ კურსი შეუცვლელად ცხადდება.
- რა თქა უნდა. ჩვენ რაციონალურ პოლიტიკას მთლიანობაში ავაწყობთ. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ. საკუთარ თავს დამოუკიდებელი, ტერიტორიულად მთლიანი სახელმწიფოს, რეგიონში საიმედო პარტნიორის და პასუხისმგებლიანი მოთამაშის როლში ვხედავთ.
- და კიდევ ერთი კითხვა განათლების მინისტრისადმი. ამჟამად საქართველოში რუსული ენისადმი ინტერესი ბრუნდება. ამას რით ხსნით?
- ამ საკითხში არა პოლიტიკური, არამედ კულტურული, ეკონომიკური შემადგენელია. ჩვენ რუსელ ენას, მთელი თავისი სიმდიდრით, ისტორიასთან, რუსეთთან პოლიტიკური პრობლემების და პოლიტიკური დებატების კონტექსტში არ განვიხილავთ.