[myrights.ge]
არჩილ კბილაშვილმა „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ უამბო ყოფილი ჩინოვნიკების საქმეების გამოძიებაზე, პატიმრების წამებასა და „მიშას“ პროკურატურაზე, საიდანაც მხოლოდ ერთი გზა იყო დარჩენილი - ციხეში.
საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან ინტერვიუ საქართველოში ბოლო ხმაურიან მოვლენებამდე შედგა. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ორი უახლოესი თანამებრძოლი, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. მეორე დღეს გუბერნატორი გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო მერაბიშვილისთვის ქუთაისის საოლქო სასამართლომ აღკვეთის ზომად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეარჩია.
ჩვენი საუბარი ბატონ კბილაშვილთან იმით დაიწყო, რომ პროკურორი დაინტერესდა: ძლიერ შეიცვალა თუ არა ქვეყანა ჩემი ბოლო ჩამოსვლის შემდეგ? პატიოსნად ვუპასუხე, რომ ხელისფლების შეცვლამდე ჩემი წინა მივლინება საქართველოში მთლად სასიამოვნო არ ყოფილა, რადგან თბილისში დაუფარავად ვიღაც ადამიანები დამყვებოდნენ. სამაგიეროდ, ახლა ქვეყანაში სიტუაცია შესამჩნევად შეცვილია: დაძაბულობა გამქარალია. დიდი ხანია არ მინახია ასეთი მხიარული, კეთილგანწყობილი და უდარდელი ქართვბელები. თითქოს ადამიანებმა რაღაც ტვირთი მოიშორეს.
„დიახ, წინა ხელისუფლებისას ადამიანები გრძნობდნენ, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველაზე გავრცელებული ფრაზა იყო: „ეს სატელეფონო საუბარი არ არის“. უბრალო ყარაული და დამლაგებელი, მასწავლებელი და გამყიდველი დარწმუნებული იყო, რომ უსმენდნენ. ტელევიზიით ლამის ყოველდღე ატრიალებდნენ სპეცსამსახურების მიერ ჩაწერილ აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებს ოპოზიციის პირადი ცხოვრებიდან. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყველას აკონტროლებდნენ“, - ამბობს კბილაშვილი.
- როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება წინა რეჟიმის გადახრების გამოსწორებას სერიოზულად შეუდგა. თუმცა ზოგიერ შემთხვევაში შეიძლება საუბარი არა „გადახრებზე“, არამედ დანაშაულებზე. ბევრ ყოფილ ფუნქციონერს აქვს შანსი, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს?
- ჩვენ აღვძარით სისხლის სამართლის საქმეები ძველი ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომელთა შორისაა ყოფილი მთავრობის ხუთი მინისტრი და თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა (მათ უნდა დავამატოთ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი.რედ.). მერის წინააღმდეგ საქმეს იძიებენ, ის ბრალდებულად არის ცნობილი. ბრალდება აქვს ასევე წაყენებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედ გუბერნატორს, თენგიზ გუნავას. მის საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე მიმდინარეობს. საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუნავა გუბერნატორად მას შემდეგ დანიშა, რაც მას ბრალდება წავუყენეთ. ეს უკანონო გადაწყვეტილებაა. კანონით, გამოძიების ქვეშ მყოფი ადამიანი სახელმწიფო მოსამსახურედ არ შეიძლება დაინიშნოს. გუნავა თავისუფლებაზე იმყოფება. სასამართლომ ის გირაოთი გაანთავისუფლა.
- თითქოსდა, ანალოგიურაი ისტორია მოხდა უგულავას შემთხვევაში?
- უგულავასადმი ბრალდების წარდგენით, ჩვენ მისი თანამდებობიდან გადაყენება და გირაოდ 1 მილიონი ლარის გადახდა მოვითხოვეთ. მაგრამ სასამართლომ ის საერთად გაანთავისუფლა რაიმე ვალდებულებების და გირაოს გარეშე და თანამდებობიდან არ ჩამოაშორა. ანუ, საერთოდ აღკვეთის ზომების გარეშე დატოვეს.
- სასამართლოს ასეთი ქმედება რით არის მოტივირებული?
- ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენში სასამართლო ხელისუფლება ისეთივე დარჩა, როგორიც არჩევნებამდე იყო. ადრე მოსამართლეებს მთლიანად აკონტროლებდა ნაციონალური მოძრაობის მთავრობა. არსებობს მოსაზრება, რომ მოსამართლეები ჯერ კიდევ ეხმარებიან ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამიტომ ყოფილ ჩინოვნიკებს წინასწარი პატიმრობისგან ათავისუფლებენ. სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ბაჩო ახალიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კიდევ სასამართლომ ორი მინისტრის დაუსწრებელ დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც საქართველოს გარეთ იმყოფებიან. ესენია იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. ყველა დანარჩენ შემთხვევებში, სასამართლომ ყოფილ სახელმწიფო მოსამსახურეებთან მიმართეაში ძალიან რბილი ზომები მიიღო. მაგალითად, განათლების ყოფილი მინისტრი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი თავისუფლებაზე ისე გამოვიდნენ, რომ გირაოდ მცირე თანხა გადაიხადეს.
- რაშია ბრალდებული მერი უგულავა?
- ის თავდაცვის ექს-მინისტრ კეზერაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი დოლარის მითვისებაშა და ერთპიროვნულად 5 მილიონზე მეტის დატაცებაში. ამისთვის გათვალისწინებლია თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ხნით.
- ამ საქმეში მოწმის სახით დაიკითხება თუ რა პრეზიდენტი?
- ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინფორმირებულობა დამტკიცებულია. ეს საკმარისი საფუძველია მისი მოწმის სახით გამოძახებისთვის.
- ხოლო ბრალდებულის სახით პრეზიდენტი შეიძლება გამოიძახოთ?
- ეს შეუძლებელია. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი იმუნიტეტით საგებლობს. თუ მის მოღვაწეობაში არის დანაშაულის ნიშნები, თავდაპირველად იუსტიციის მინისტრმა პარლამენტს უნდა მიმართოს, ხოლო პარლამენტმა უნდა მიიღოს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება. ხოლო მოწმის სახით, ქართული კანონებით შეიძლება დაიკითხოს ნებისმიერი თანამდებობის პირი, პრეზიდენტის ჩათვლით.
- ამასწინათ „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებს, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ემორჩილებოდა. საკმაოდ პიკანტური ფაქტები წამოტივდივდა: აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დაცვის ბიუჯეტის ხარჯზე პრეზიდენტი ერთობოდა, გახდომის პროცედურებს იტარებდა, ინახავდა მზარეულს და იხდიდა გოგონების და ჟურნალისტების მომსახურებას, მათ შორის იყო რუსი ჟურნალისტი ქსენია სოკოლოვა. აღიძვრება თუ არა ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე?
- ფაქტთან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრულია. გამოძიებას შსს აწარმოებს. შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ განსაკუთრებით დიდ ოდენობებში სახელმწიფო სახსრების დატაცებასთან გვაქვს საქმე. გამოძიებამ იმ ადამიანების წრე უნდა დააზუსტოს, რომლებმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს.
- გასულ შემოდგომაზე ჩვენ გაოგნებულნი ვიყავით პატიმრების წამების კადრებით ქართულ ციხეებში. მიმდინარეობს თუ არა ამასთან დაკავშირებით ძიება?
- ამ ვიდეომასალების საფუძველზე აღძრულია საქმეები. ერთ-ერთს ახლა თბილისის სასამართლო განიხილავს. ამ საქმეზე დაკავებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე. თვითონ უფროსი ძებნაში იმყოფება. ამ საქმეში გადის 20 ბრალდებული და ასზე მეტი მოწმე. ასეთივე საქმე გვაქვს ქუთაისში, იქ 7 ბრალდებულია.
- ბევრი მომართავს პროკურატურას იმ ადამიანებიდან, ვისი უფლებებიც წინა მმართველობისას დაირღვა?
- ძალიან ბევრი. 5 თვის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 20 ათასი განცხადება მივიღეთ.
- შენარჩუნდება თუ არა საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა?
- დიახ. საპროცესო შეთანხმებები, ნორმალური მოვლენაა. მაგრამ ის ბიუჯეტის შესავსებად და მოსახლეობის საძარცვავად არ ინდა იქნეს გამოყენებული. გადახდები ჩადენილი დანაშაულის თანაზომადი უნდა იყოს.