მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების თვალსაზრისით, ცოტა დროღა დაგვრჩა" - 03 აგვისტო 2013

[myrights.ge]

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა იქნეს წერტილი დასმული".

"სახელმწიფოს პრეზიდენტები, პრემიერები, ეს იმ თანამდებობის პირები არიან, რომლებთან მიმართ დამოკიდებულება, გადაყენება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და თუ მკვლელობასთან გვაქვს საქმე, ამ ტიპის მოვლენები რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის უკიდურესად დამაზარალებელი, მაგრამ მეორე მხრივ, თუ სიმართლე არ გაირკვა, ეს იქნება კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დამაზარალებელი ყველასთვის და ყველაფრისთვის, ამიტომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა იქნეს ამ საკითხებზე წერტილი დასმული. მე ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ ახალ ხელისუფლებას ცოტა დროღა დაგვრჩა, იმიტომ რომ თუ 4 წელი გამოძიებებს მოვანდომებთ, ე.ი. ჩვენშიც არის პრობლემა", - აცხადებს უსუფაშვილ.

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მას საზოგადოებაზე არანაკლები სურვილი აქვს, ჟვანიას საქმე დროულად გაიხსნას, "თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ რაღაცაში შევცდეთ":

"მე მესმის, რომ ამ თემის ირგვლივ უზარმაზარი ინტერესი არსებობს. დაგვიჯერეთ, რომ არანაკლები სურვილი გვაქვს ჩვენ, რომ ეს საქმე დროულად იქნას გახსნილი და მივაწოდოთ საზოგადოებას, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ რაღაცაში შევცდეთ. ასე რომ, პროგრესი, რომლის შესახებაც არაერთხელ მითქვამს, სახეზეა, ჩვენ ახლოს ვართ იმ რეალობასთან, როდესაც შეგვეძლება დავადგინოთ, რასთან გვქონდა საქმე და ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება. გამორიცხული ამ ეტაპზე არაფერი არ არის".

ამასთან, კბილაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, რა ვადებში შეიძლება გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი მეტი ინფორმაცია:

"შეიძლება, შემოდგომისთვის გვქონდეს მეტი სინათლე, მაგრამ შესაძლებელია ვთქვი და ეს არცერთ შემთხვევაში არ მინდა, იქნას გაგებული, რომ აუცილებლად ასე იქნება".

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია