[myrights.ge]
მიმდინარე წელს საქართველოში წითელას 6389 შემთხვევაა რეგისტრირებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1830 პაციენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
შემთხვევათა 3684 შემთხვევა თბილისში, ხოლო დანარჩენი შემთხვევები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაფიქსირდა.
მიმდინარე წელს წითელათი 2 ადამიანი დაიღუპა.
წითელა, მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი ახასიათებს. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება.
წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.
მკურნალობა
ჩვეულებრირივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება ავადმყოფის სააავამდყოფოში გადაყვანა. საჭიროა წოლითი რეჟიმი, დიეტა ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ხაჭო, კეფირი, ასკილის ნაყენი, უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ავადმყოფთან მყოფი პირები ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 17 დღის მანძილზე არ დაიშვებიან. 15-18 თვის ბავშვებს წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინით უტარდებათ.