მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროკავშირის მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამყოფი ნაგებობების მოწყობის გამო შეშფოთებას გამოხატავს - 03 აგვისტო 2013

[myrights.ge]

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამყოფი ნაგებობების მოწყობის გამო შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში გამოხატავს  შეშფოთებას ფიზიკური დაბრკოლებების მიმდინარე მშენებლობასთან,  ღობეების განთავსებასთან, მიწათხრილების და ტრანშები გაყვანასთან დაკავშირებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აღნიშნული მზარდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და საცხოვრებელ პირობებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე აღნიშნავს, რომ კვლავაც მეორდება დაკავების შემთხვევები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მისიამ დააფიქსირა უფრო შემზღუდველი გადაკვეთის პროცედურების შემოღების ტენდენცია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას აძნელებს", - ნათქვამია მისიის განცხადებაში. 

"აღნიშნული მზარდი რაოდენობის დაბრკოლებები გავლენას ახდენენ საარსებო სახსრებზე, ვინაიდან აფერხებენ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესს და აცალკევებენ მოსახლეობას და თემს. გარდა ამისა, ეს დაბრკოლებები სულ უფრო მეტად ზღუდავენ ნებისმიერ შესაძლო კონტაქტს ხალხებს შორის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია თემებს შორის ნდობის აღმოცენებისთვის", - განაცხადა მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ჟერარ  ფიშერმა. 

ინფორმაციას სააგენტო "პირველი" ავრცელებს.  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია