მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოსკოვის პროსპექტზე თავშესაფრებში ღამე 94 ადამიანმა გაათენა - 14 დეკემბერი 2013

[myrights.ge]

მოსკოვის გამზირზე სულ 11 კარავია გაშლილი, თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრების რიცხვის გაზრდას გეგმევს.

"94 ადამიანმა გაათენა ღამე. თუ რიცხვი გაიზარდა, დავამატებთ კარვებს. თავდაცვის სამინისტროს შეუძლია აქ კარვების გაშლა, საწოლებითა და გამათბობლით უზრუნველყოფა. შეშა ადგილზე გვაქვს", - განაცხადა რეგიონული განვითარების სამინისტროს თანამშრომელმა ვახტანგ კაპანაძემ.

მიუსაფართათვის საკვებისა და ტანსაცმელის მიტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე საგანგებოდ შექმნილი ჯგუფი ზრუნავ.

ჯგუფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. შემადგენლობაში შედიან ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად უწევს მეთვალყურეობას.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია