მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი მთავარი პროკურატურიდან მასიური გათავისუფლების საკითხს შეისწავლის - 14 დეკემბერი 2013

[myrights.ge]

მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სახალხო დამცველის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახალხო დამცველი მთავარი პროკურატურიდან თანამშრომელთა მასიური დათხოვნის საკითხს შეისწავლის. ამ მიზნით, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა 2013 წლის 25 ნოემბრიდან დღემდე თანამშრომელთა გათავისუფლებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მათ შორის გათავისუფლების ბრძანებები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

სახალხო დამცველი სრული მასალების შესწავლის შედეგად აღნიშნულ საკითხზე საკუთარ შეფასებას გააკეთებს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარი პროკურატურიდან 2013 წლის ნოემბერ–დეკემბრის თვეში გათავისუფლებულ პირებს, მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესახებ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს.  


პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია