მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოს საინფორმაციო კამპანია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის - 28 აპრილი 2014

myrights.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ცესკოს  საიმიჯო და ინფორმაციული რეკლამა მედიის თითქმის ყველა საშუალებას მოიცავს და რამდენიმე მიზანს ემსახურება:

მოქალაქეების მოტივირება მათი საარჩევნო პროცესებში მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველსაყოფად,

საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,

თითოეული ამომრჩევლის და არჩევნებში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარის: ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, პოლიტიკური პარტიების, ეთნიკური უმცირესობების  დროულად და ამომწურავად ინფორმირება წინასაარჩევნო და კენჭისყრისდღის პროცედურების შესახებ,

საზოგადოებისთვის ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გაცნობა,

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობადობის გაზრდა.

ცესკოს საიმიჯო და საინფორმაციო რეკლამები განთავსდება ცენტრალური, რეგიონული ტელევიზიების და რადიოების ეთერში, ბეჭდურ მედიაში, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე და ინტერნეტ პორტალებზე. ცესკოს საინფორმაციო კამპანია ასევე მოიცავს გარე რეკლამას, რომელიც  განთავსდება ქუჩის ბანერებზე, ვიდეო კლიპები კი მეტროსადგურებში არსებულ ეკრანებზეც იტრიალებს.

24 აპრილიდან თითქმის ყველა ტელევიზიის და რადიოს ეთერში გადის ცესკოს პირველი საიმიჯო ვიდეო კლიპი. დღეიდან კი რეკლამა განთავსდება ქართულ ინტერნეტ სივრცეში. 25 აპრილიდან საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ვიდეო-პორტალ “myvideo.ge”-ზე განთავსდა წინასაარჩევნო ტელე-დაიჯესტი, სადაც თავმოყრილია ქართულ ტელე სივრცეში საარჩევნო თემატიკაზე მომზადებული სიახლეები. ეთერში გასული და შემდეგ უკვე დაიჯესტის სახით მომზადებული  სიახლეები ითარგმნება რუსულ და ინგლისურ ენებზე. ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლების მაქსიმალურად ეფექტურ ნფორმირებას.

სარეკლამო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

ცესკოს საინფორმაციო კამპანიის მთავარი სლოგანიაჩვენ ვითვლით ადამიანების ნებას”, რაც ასახავს როგორც საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის  მთავარ ფუნქციას.

საინფორმაციო კამპანიის ერთიანი კონცეფცია  ითვალისწინებს და ეხმაურება დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, საჭიროებებს და მიზნად ისახავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია