მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისათვის მერის/გამგებლის კანდიდატის წარდგენის აკრძალვას საია და ,,სამართლიანი არჩევნები“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ - 29 აპრილი 2014

myrights.ge

2014 წლის 28 აპრილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამთბილისში მცხოვრები 6 მოქალაქის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები ითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარტიულ კანდიდატთან შედარებით დამოუკიდებელი კანდიდატის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებით სადავო ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ დისკრიმინაციისაგან აკრძალვის უფლებას.

გარდა ამისა, სადავო ნორმები მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აიძულებენ მოქალაქეებს ასოცირებულნი იყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რითაც სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26- მუხლის მეორე პუნქტთან. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე.

საია და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28- და 29- მუხლებს. საქართველოს კონსტიტუციის 28- მუხლის პირველი პუნქტი იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს ნორმა გულისხმობს იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, განახორციელოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება ანუ იყოს კანდიდატად წარდგენილი მერის/გამგებლის არჩევნებში. საქართველოს კონსტიტუციის 29- მუხლით საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. მერობის/გამგებლობის დამოუკიდებელ კანდიდატს სწორედ აღნიშნულ უფლებას უკრძალავს გასაჩივრებული ნორმები.      

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია