მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობა შეაფასეს და რეკომენდაციებით მიმართეს - 29 აპრილი 2014

myrights.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებმასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა (GDI)“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ დასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  წარმოადგინეს ერთობლივი ანგარიშიშინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობის შეფასება.

ანგარიში წარმოადგენს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს და 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში შეფასებულია  სამინისტროს  მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებიშეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ქმედებები და დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები. ასევე, საუბარია შსს- თანამშრომელთა მიერ სავარაუდო უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტებზე. ანგარიშში შეფასებულია არჩევნების შემდეგ პერიოდში  შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს მუშაობის შედეგები.

მონიტორინგის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა განვითარების სტრატეგია, მასში არ მოხვდა სამინისტროდან უშიშროების ნაწილის გამოყოფის საკითხი.

დადებითად უნდა შეფასდეს ახალიპოლიციის შესახებ კანონისშემუშავების ფაქტი, რადგანაც საქართველოს პოლიცია 90-იან წლებში შემუშავებული კანონმდებლობით მოქმედებდა. თუმცა, ახალ კანონში დარჩა მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის ის რეპრესიული მექანიზმები, რომლებიც, მართალია, დანაშაულის პრევენციისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგრამ, ამავდროულად, პოლიციელს ბევრ შემთხვევაში ადამიანის უფლებების შელახვის საშუალებას უტოვებს.

შსს- რიგი საკანონმდებლო ინიციატივები ცალსახად იყო არაპროგრესული და სამართალდამცავ სფეროში რეფორმების შემაფერხებელი. მაგალითად, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის კიდევ ორი წლით გადავადება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. იგივე შეიძლება ითქვას ადვოკატის უფლებების გაზრდისთვის მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გადავადებაზე

2013 წელს შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ სამინისტროს მხრიდან გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შეფასება რელიგიის თავისუფლების და უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით ცალსახად უარყოფითია. ქვეყანაში გამოვლინდა რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სისტემური ხასიათის მწვავე პრობლემები. განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პოლიცია არ იყო ეფექტური აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. 2013 წლის 17 მაისის აქციის დროს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქციის ჩატარებისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა და დამნაშავე პირების დაკავება და მათ მიმართ ადეკვატური სანქციების გამოყენება.

კვლავაც პრობლემად რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპერატიული თვალთვალისა და მიყურადების ძველი მანკიერი სისტემის არსებობა. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე არსებული კანონმდებლობის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა მოწმეებზე ზეწოლისა და ეფექტური გამოძიების არ ჩატარების  რამდენიმე ფაქტი.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადგილი ქონდა დანაშაულის პრევენციის მიზნით .. რეიდების განხორციელებას, რა დროსაც დაირღვა მოქალაქეების უფლებები. ადგილი ქონდა პოლიციის მიერ უფლებამოსილებების გადამეტებას.

შსს- თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებათა გადამეტებისა და სამართალდარღვევათა გამოძიება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. არ არსებობს  სამართალდამცავ უწყების თანამშრომლების მიერ კანონდარღვევათა გამოძიების დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს მონიტორინგისას გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანია დაიწყოს შსს- სიღმისეული რეფორმა, მათ შორის უწყების რეორგანიზაციის, უშოშროების ნაწილის გამოყოფისა და კადრების მართვის მიმართულებით. მათივე მოსაზრებით, მიზანშეწონილია, შსს- საკანონმდებლო ინიციატივები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. ამასთან, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ შსს- უმოკლეს ვადებში უნდა მოითხოვოს მოწმეთა დაკითხვის წესისა და სხვა პროგრესული რეგულაციების ამოქმედება. ასევე, აუცილებელია, შსს- მიერ გაანალიზდეს გასული წლის გამოწვევები, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ და დაიგეგმოს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ეფექტური გზები.

"მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში გამოძიებულ იქნას ყველა დანაშაული, რომელიც უკავშირდება პოლიციელების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებას; მნიშვნელოვანია, რომ შსს-ში დამკვიდრდეს მიყურადებისა და თვალთვალის ისეთი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. ამ მიზნით, აუცილებელია მიღებულ იქნეს საკანონმდებლო ცვლილებები", - ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.

მასში ასევე საუბარია, რომ მიზანშეწონილია, სპეციალური საზედამხედველო საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შემოწმების, გამოყენების, შენახვისა და ჩანაწერების წაშლისა და განადგურების წესების დაცვას.

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუმცა, პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ გამოძიებას აწარმოებს შსს- გენერალური ინსპექცია. აუცილებლია თოთოეულ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ეს მოთხოვნა უპირობოდ იქნეს დაცული", - ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.

არასამთავრობოების მოსაზრებით, პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების მიზნით, აუცილებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ან მინიმუმამდე დაიყვანს არაეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების რისკებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია