მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება - 30 აპრილი 2014

myrights.ge

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილემ პარლამენტსმოქალაქეობის შესახებკანონს მესამე მოსმენით წარუდგენა. ალექსანდრე ბარამიძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხების ახლებური რეგულაციის აუცილებლობა გამოიწვია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონი  1993 წელს არის მიღებული, რის შემდეგაც არსებითად შეიცვალა ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება. გარემოებათა ცვლილებების პარალელურად, კანონში დროდადრო შედიოდა შესწორებები, რის გამოც მისი ზოგიერთი მუხლი წინააღმდეგობრივი გახდა, ზოგიერთი კიმოუქნელი და გამოუსადეგარი.

ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა  „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებგაერო- 1961 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც გამოიწვია.

კანონპროექტის მთავარი სიახლე არის ის, რომ  მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება. თავდაპირველი ვერსიის თანახმად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის თანხმობაკონტრასიგნაცია. ვფიქრობ, ამ უფლების პრეზიდენტზე გადაცემით კანონი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს კონსტიტუციასთან“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

კანონი ახლებურ მიდგომებს ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურასა და  მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია