მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საია: კანონმდებლობაში დეკლარირებული გარანტიების მიუხედავად, ხშირია შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები - 01 მაისი 2014

myrights.ge

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდა ურისტთა სოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

1 მაისს მშრომელთა საეთაშორისო დღე აღინიშნება. შრომის უფლება სოციალური უფლებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და უკავშირდება სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფაა. საქართველოს კონსტიტუცია იცავს შრომის უფლებას, რაც მოიცავს ადამიანის შესაძლებლობას დასაქმდეს მისი ნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, არ დაექვემდებაროს იძულებით, დამამცირებელ ან ღირსებაშემლახავ შრომით გარემოს.

კანონმდებლობით  ასევე აღიარებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება. ასევე იკრძალება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

კანონმდებლობაში დეკლარირებული გარანტიების მიუხედავად, ხშირია შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები.

საიას საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება.  2013 წლის ივნისიდან დღემდე შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებზე საიამ 2800-ზე მეტ პირს გაუწია სამართლებრივი დახმარება კონსულტაციის გაწევის, სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების და სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელების გზით. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით აქტუალური იყო სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შემთხვევები, ასევე გაფიცვის წესი და შრომის პირობები და სხვა.

შრომის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საიამ არაერთი სასამართლო პროცესი მოიგო. ამ მიმართულებით მუშაობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია