მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს მოსახლეობა 4,49 მილიონს შეადგენს - 01 მაისი 2014

myrights.ge

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა  4, 49 მილონი შეადგინა. ქვეყნის მოსახლეობის 53.7 პროცენტი (2 411.7) - ქალაქში, ხოლო 46.3 პროცენტი (2 078.8) სოფლად ცხოვრობს.

მოსახლეობის 47.7 პროცენტი (2 141.4) მამაკაცია, ხოლო 52.3 პროცენტი (2 349.1) - ქალი.

2013 წელს, წინა წელთან შედარებით 5-9 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობაში 0,2 პროცენტით მატება აღინიშნება, რაც 2006 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობის ზრდით არის გამოწვეული. 2012 წელთან შედარებით, 10-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღინიშნება 0.7-პროცენტიანი კლება, მათგან 20-24 წლის ასაკობრივმა ჯგუფმა ყველაზე დიდი კლება (0,3 პროცენტი) განიცადა, რაზეც ზეგავლენა ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის მიგრაციულ პროცესებში აქტიურად მონაწილეობამ მოახდინა.

2013 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 95 064 კაცი შეადგინდა, რაც წინა, 2012 წელის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია, ხოლო იმავე პერიოდში იმიგრანტების რაოდენობამ 92 458 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია. მიგრაციულმა სალდომ(სხვაობა ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობას შორის) 2013 წელს უარყოფითი მაჩვენებელი -2 606 ერთეული შეადგინა.

ინფორმაციას "საქსტატის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია