მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო - 02 მაისი 2014

Myrights.ge

1 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, მონაცემების ელექტრონული ვერსია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იოსებ ბაღათურიამ გადასცა.

ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით სააგენტოს გაწეული სამუშაოსთვის. ცესკო მათ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემებს, კანონით დადგენილ ვადებში საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაამუშავებს  და ასევე კანონმდებლობის შესაბამისად გამოაქვეყნებს მის საჯარო ვერსიას; რის შემდეგაც, ყველა უფლებამოსილ, დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში მიიღოს აღნიშნული საჯარო ვერსია და თითოეული მოქალაქე კი უკვე შეძლებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას,” განაცხადა შეხვედრის შემდეგ თამარ ჟვანიამ.

სააგენტოს მიერ გადმოცემულ მასალაში 3, 553, 673 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემებია ასახული.

ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას საოლქო საარჩევნო კომისიები, გამოკვრის მიზნით საუბნო კომისიებს 16 მაისს გადასცემენ, სადაც ამომრჩევლებს უკვე საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეეძლებათ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია