მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე შეხვედრა გაიმართა - 02 მაისი 2014

Myrights.ge

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და არჩევნებში შშმ პირთა ჩართულობის მნიშვნელობასა და მათთვის შესაბამისი საარჩევნო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებაც მიაწოდეს, რომელსაც ცესკო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში შშმ პირთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს შორის არის ინტერაქტიული რუკა, რომელიც ცესკოს საიტზე განთავსდება და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ადაპტირებული საარჩევნო უბნების კოორდინატები იხილოს; სიახლეა მხედველობა დაქვეითებული პირებისთვისაც, - ისინი უშუალოდ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე .. გამადიდებელი ლინზით ისარგებლებენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, რომელშიც ცესკოსთან ერთად ჩართულები არიან ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი, პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შშმ პირებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე მათი საარჩევნო პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია