მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი: ლაფანყურის საკითხების გამოძიება ძალიან გაჭიანურდა - 03 მაისი 2014

myrights.ge

სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა 2012 წელს აგვისტოში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები მოინახულა და ლაფანყურის საკითხების შემსწავლელი საზოგადოებრივი საბჭოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიება ძალიან გაჭიანურდა და აუცილებელია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა ზუსტად იცოდნენ რა ვითარებაში მოხდა მათი ახლობლების დაღუპვა. სახალხო დამცველის თქმით, დასკვნა ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.

სახალხო დამცველი პანკისის მუსლიმთა სამლოცველოში ადგილობრივ უხუცესებს შეხვდა, სადაც ასევე განიხილეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები.

2012 წლის 28 აგვისტოს შსს- გაავრცელა ინფორმაცია, რომ  სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს. შსს იმასაც იუწყებოდა, რომ ჯგუფის წევრები ჩრდილოკავკასიელები იყვნენ. ოპერაციისას ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, ასევე, მოკლეს დაჯგუფების 11 წევრი.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრთა დიდი ნაწილი პანკისელი ქისტები იყვნენ, ლიკვიდირებულთა შორის კი სამი საქართველოს მოქალაქე იყო. ამასთან, ლოპოტის ხეობაში დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს ახმედ ჩატაევი, რომელიც ჯგუფის წევრებთან ქართული მხარის თხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ოპერაციის ჩატარებისა და იმის, თუ რატომ აღმოჩნდა შეიარაღებული ჯგუფი ლოპოტის ხეობაში, დეტალები დღემდე ბურუსით არის მოცული.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE