მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ტელეკომპანია რუსთავი 2 საგანგებო განცხადებას ავრცელებს - 06 მაისი 2014

myrights.ge

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ საგანგებო განცხადება გააკეთა. გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მისი და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურით გადაღებული ვიდეომასალა დღეს მედიას წარუდგინა. მისი თქმით, ვიდეომასალა, ორი ვიდეოფაილი, ინფორმატორმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა და ტელეკომპანიას მიაწოდა და მასზე კაბინეტებში მიმდინარე საუბრებია ჩაწერილი. ვიდეომასალა, რომელიც ამჯერად ტელევიზიითაც გავრცელდა, სავარაუდოდ, გასული წლის 13 ივნისს არის გადაღებული.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ ვიდეომასალების შემდეგ მათ შეამოწმეს სამუშაო კაბინეტები, თუმცა მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა იქ ვერ აღმოაჩინეს.

ტელეკომპანია რუსთავი 2 მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, უზრუნველყოს უკანონო მოსმენისა და თვალთვალის ამ ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება.

https://www.youtube.com/watch?v=FSNiMi0EXV8

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE