მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო - 06 მაისი 2014

myrights.ge

ტელეკომპანიარუსთავი 2-ისმიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158- მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

ამავდროულად, მივმართავთრუსთავის 2-ისთანამშრომლებს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, ტელეკომპანიარუსთავი 2-ისგენერალური დირექტორის დღევანდელ საგანგებო განცხადებას ეხმაურება. მისი განცხადებით, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, თუ ის არ ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფასა და დანაშაულს წარმოადგენს.

ინსპექტორის მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირება მოახდინონ.

/საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაუკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს დღეს, ტელეკომპანიარუსთავი 2-ისგენერალური დირექტორის მიერ, საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ფარულმა წყარომ მიაწოდა  „რუსთავი 2-ისგენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ სამუშაო კაბინეტებში აღმოჩენილი იქნა, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობებისთვის და ფარული ვიდეოკამერებისთვის განკუთვნილი დაზიანებული ადგილები.

აღნიშნული კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოში კვლავ მწვავე და აქტუალურია უკანონო მიყურადებისა და ადამიანების პირადი ცხოვრების უხეში ხელყოფის პრობლემა, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის განვითარების სფეროში. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ჟურნალისტურ საქმიანობას და მედიის დამოუკიდებლობას, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ყოველივე ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, პირველ მაისს გაკეთებულ განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფარული მოსმენების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასეს შენ გეხება, ისევ გვისმენენუსაფუძვლოს და მეტიც, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულს უწოდებს. აღნიშნულის საპირისპიროზე მეტყველებს ტელეკომპანიარუსთავი 2-ისხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმული წუხილის აქტუალობა და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ ეფექტური ღონისძიებების გატარების აუცილებლობა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ობიექტური, სრულყოფილი და დროული გამოძიება ტელეკომპანიარუსთავი 2-ისხელმძღვანელობის მიმართ უკანონო მიყურადების თაობაზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დააჩქაროს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიღება, რომლითაც უფრო გამჭვირვალე და კონტროლირებადი გახდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული ოპერაციები და განისაზღვრება ეფექტური მექანიზმები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია