მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საია პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის ობიქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს - 07 მაისი 2014

myrights.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს.

საია ითხოვს ინფორმაციას, დაინტერესდა თუ არა პროკურატურა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე კლდის მასივში ამოკვეთილი წყლის ძველი აუზის და მის გვერდით არსებული, ასევე კლდეში ნაკვეთი ამბოსების მონგრევის ფაქტით, დაიწყო თუ არა გამოძიება ამაზე და თუ არა, რა სამართლებრივ შეფასებას აძლევს ამ ფაქტს.

პროკურატურისადმი საია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„2014 წლის 14 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს კაზრეთის განყოფილებაში წარდგენილ იქნა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც, განცხადებაზე თანდართული მოხსენებითი ბარათით ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის 8 იანვარს, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი ჰქონდა - კლდის მასივში ამოკვეთილი წყლის ძველი აუზის და მის გვერდით არსებული, ასევე კლდეში ნაკვეთი ამბოსების (მადნის გასამდიდრებელი სანაყები) მონგრევის ფაქტს. შედეგად სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლა ითხოვა (იხ. დანართი #1, #2).

მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2014 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ოფიციალურად ჩაბარდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2014 წლის 11 აპრილის #-04/149.14 განცხადება, რომლითაც ასოციაციამ ითხოვა ინფორმაცია იმას დაკავშირებით, აღძრული იყო, თუ არა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე და დადებითი პასუხის შემთხევაში სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება. ასევე, დამდგარი იყო, თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი (იხ. დანართი #3, #4). მიუხედავად იმისა, რომ გასულია საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა, მთავარი პროკურატურიდან ამ დრომდე არ მიგვიღია წერილობითი პასუხი.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ 2014 წლის 6 აპრილის, ტელეკომპანიამაესტროსეთერში ნაჩვენები იქნასტუდია მონიტორისდოკუმენტური ფილმი - „საყდრისი პრემიერის ოქროს შუალედი“ (გთხოვოთ, იხილოთ ბმული ინტერნეტში - http://www.youtube.com/watch?v=oAQCmApCmso). ფილმში ასახული მოვლენებით ცნობილი ხდება, რომსტუდია მონიტორმასაყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტი 2014 წლის 13 მარტს ვიდეოკადრებზე დააფიქსირა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2591 მუხლის თანახმად: არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების  ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით  ვადით ორ წლამდე. ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37- მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად: დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე:

დაწყებულია, თუ არა გამოძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, 2014 წლის 14 იანვრის წერილთან დაკავშირებით? სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება? დადგა, თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი?

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ მისცეთ სამართლებრივი შეფასებასაყდრისი-ყაჩაღიანისობიექტზე განვითარებულ მოვლენებს და დაიწყოთ გამოძიება;

თქვენი რეაგირების შესახებ, შემჭიდრეობულ ვადებში გვაცნობეთ წერილობითი ფორმით“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც დანართის სახით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, 2014 წლის 14 იანვრის წერილის ასლი, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის წევრი გიორგი ნარიმანიშვილის 2014 წლის 9 იანვრის მოხსენებითი ბარათი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2014 წლის 11 აპრილის #გ-04/149/14 განცხადება და საფოსტო შეტყობინება #58 ერთვის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია