მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროკურატურასა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - 07 მაისი 2014

myrights.ge

მთავარი პროკურატურის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, სკოლის მოსწავლეებში სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებისა და მათი ცნობიერების ამაღლების გზით.

მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოაწერეს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ და სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდიან.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სკოლებში პროექტის იმიტირებული გამოძიება განხორციელება. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებთან ერთად გამოიძიებენ იმიტირებულ სისხლის სამართლის საქმეს. ჩაატარებენ  სხვადასხვა სახის  საგამოძიებო მოქმედებებს რაც დაეხმარება მოზარდებს გააცნობიერონ გამოძიების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის მნიშვნელობა

პროკურატურასა და სამინიატროს შორის ერთობლივად შემუშავდება საგანმანათლებლო პროექტში გამოსაყენებული როგორც თეორიული და ვიზუალური მასალები, ასევე საინფორმაციო შეხვედრების გეგმა და თემატიკა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE