მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარული ჩანაწერების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს - 11 მაისი 2014

myrights.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი რუსთავი 2“–ის საშუალებით გავრცელებულ ჩანაწერების ფაქტზე კომენტარს აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აზრით, სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2“–ის საშუალებით 2014 წლის 10 მაისს გავრცელებული პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენების პირადი და საქმიანი საუბრების უნებართვო ჩაწერასა და მიყურადების ფაქტზე უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგინდეს, რა ტექნიკური საშუალებებით, ვის მიერ და რა მიზნით ხორციელდებოდა ჩანაწერების მოპოვება.

ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად  მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიებისა და მექანიზმების უზრუნველსაყოფად.

ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მასალის შემდგომი ტირაჟირებისგან იმ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, ვისი ჩანაწერიც გავრცელდა, მითუმეტეს მაშინ, როცა სატელეფონო საუბრებში გარდა თანამდებობის პირებისა, მონაწილეობენ კერძო პირები.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2–მა" დაანონსებული ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.

http://www.youtube.com/watch?v=3uMv0Av60HY

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია