მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაბრკოლებები შეუქმნეს - 15 მაისი 2014

myrights.ge

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

2014 წლის 8 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წინადადებით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს. წინადადებაში დეტალურად იყო აღწერილი სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის ხელის შეშლის არაერთი ფაქტი. ერთ-ერთ შემთხევის დროს, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში, რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მოუწოდა საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და შეეცადნენ ვითარებაში გარკვევას. ზემოხსენებულმა თანამშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და კარი გარედან ჩაუკეტა. ამავე დაწესებულებაში, სახალხო დამცველის წარმომადგენელს საჩივრების ყუთზე არსებული ლუქის თარიღისა და მთლიანობის შემოწმების საშუალება არ მისცეს.

იყო შემთხვევებში, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ აძლევდნენ უფლებას დაუყოვნებლივ ენახათ პატიმარი საკანში, ასევე მე-7 და მე-15 დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას, მათ დაჟინებით სთხოვდნენ მაჯის საათების დატოვებას, რომელიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნას, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, აუცილებელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს.

იხილეთ პრესკონფერენციის ვიდეოვერსია

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია