მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასჯელაღსრულების სამინისტრომ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო - 15 მაისი 2014

myrights.ge

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სამინისტროში მიღებულ იქნა სახალხო დამცველის მომართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნის შესახებ.

აღნიშნული მომართვის საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. შემოწმების დასრულების შემდეგ, შესაბამისი დასკვნა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილმა საგანგებო განცხადება დღეს გააკეთა.

– 2014 წლის 8 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წინადადებით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს. წინადადებაში დეტალურად იყო აღწერილი სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის ხელის შეშლის არაერთი ფაქტი. ერთ-ერთ შემთხევის დროს, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში, რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მოუწოდა საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და შეეცადნენ ვითარებაში გარკვევას. ზემოხსენებულმა თანამშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და კარი გარედან ჩაუკეტა. ამავე დაწესებულებაში, სახალხო დამცველის წარმომადგენელს საჩივრების ყუთზე არსებული ლუქის თარიღისა და მთლიანობის შემოწმების საშუალება არ მისცეს.

იყო შემთხვევებში, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ აძლევდნენ უფლებას დაუყოვნებლივ ენახათ პატიმარი საკანში, ასევე მე-7 და მე-15 დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას, მათ დაჟინებით სთხოვდნენ მაჯის საათების დატოვებას, რომელიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნას, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, აუცილებელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჩაატაროს სამსახურებრივი, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია