მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თენგიზ ომანიძე: „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილს 2 000 ლარით დააჯარიმებენ - 16 მაისი 2014

myrights.ge

არასაპარლამენტო ოპოზიციისწარმომადგენელი ცესკოში თენგიზ ომანიძე აცხადებს, რომ მათი ბლოკის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილს 2 000 ლარით დააჯარიმებენ. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„16 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიამარასაპარლამენტო ოპოზიციისსაჩივარი განიხილა. საკითხი შეეხებოდა 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში გამართულქართული ოცნებისპოლიტიკური საბჭოს სხდომას, სადაც მმართველი პარტიის წევრები და მთავრობის მეთაური ღარიბაშვილი საარჩევნო საკითხებს, სავარაუდო კანდიდატებს და პარტიულ სიას განიხილავდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული შენობა (ამ შემთხვევაში მთავრობის კანცელარია) არ შეიძლება გამოყნებული იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის.

არასაპარლამენტო ოპოზიციისმხრიდან წარდგენილი იქნა უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერ გამოყენებას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილაარასაპარლამენტო ოპოზიციისსაჩივარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

ეს არის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, როდესაც ცესკო ადასტურებს, რომ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირი კანონდარღვევით აწარმოებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. იმედი გვაქვს, ცესკოს გადაწყვეტილების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს ეცოდინება, სად არის მისი პარტიის ოფისი და სად – მთავრობის კანცელარია“, – აცხადებს თენგიზ ომანიძე.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE