მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანი გადაარჩინეს - 17 მაისი 2014

პრეზიდენტი და პრემიერი დარიალის ხეობაში

myrights.ge

საქართველოს პრეზიდენტი დარიალის ხეობაში ჩავიდა და ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად შექმნილი ვითარების დეტალებს ადგილზე გაეცნო. გიორგი მარგველაშვილმა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხეობაში რთული მდგომარეობაა და მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, მისი შედეგების სრულად აღმოფხვრას დიდი დრო და რესურსი დასჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია დადგინდეს ისიც, კვლავ არის თუ არა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება.

პრეზიდენტი იმ ადამიანების ბედით დაინტერესდა, რომლებიც მეწყერში მოყოლილ ავტომანქანებში ისხდნენ.

ასეთი შემთხვევა 2007 წელს მოხდა, თუმცა როგორც მახსოვს, მაშინ ჩამოშლილი მიწის მონაკვეთი ნაკლები იყო. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, მით უფრო, რომ ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გადავარჩინოთ დაკარგული ადამიანების სიცოცხლე. ასევე უნდა მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამისათვის ძალზე ორგანიზებულად მუშაობს საქართველოს მთავრობა - უკვე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტიქიური უბედურების ადგილზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საგანგებო საბჭოს სხდომა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიური შემთხვევის შესახებ და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია უშუალოდ მიიღო.

საგანგებო შტაბის სხდომას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა შესაბამის უწყებას დავალება მისცა. საგანგებო საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მარგველაშვილიც შეუერთდა. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნა.

შსს ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

შსს- საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, დარიალჰესთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანების 2 მძღოლი გამოიყვანეს.

მაშველებმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეების, შსს- სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების - სულ 150 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სტიქიის ზონაში იმყოფება და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

იხილეთ ვიდეობმულები:

http://www.youtube.com/watch?v=QiwdhTiJGxU

http://www.youtube.com/watch?v=-JUaLMGAK9k

http://www.youtube.com/watch?v=Fdkso_0QvAs

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია