მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს: საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლა არ დასტურდება - 19 მაისი 2014

myrights.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლა არ დასტურდება და სრულ დეზინფორმაციას წარმოადგენს.

„ბოლო პერიოდში ქართული მედიით ვრცელდება მიმდინარე წლის 11 მაისს ირანული სააგენტო Fars News-ით გადაცემული არასწორი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე იორდანიის და თურქეთის გავლით შემოვიდა და პანკისის ხეობაში დაბანაკდა 97 ჩეჩენი მებრძოლი, შემდგომში რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლისა და იქ დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის წარმართვის მიზნით.

ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ვთვლით, მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლა არ დასტურდება და წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. შესაბამისად, ქართული მედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE