მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„განაღმვითი სამუშაოების შედეგად ნაღმი არ აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებებს“ - 19 მაისი 2014

myrights.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალურ ოპერაციათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისში, ფალიაშვილის ქუჩა N33-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, 55- საჯარო სკოლაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების და განაღმვითი სამუშაობის შედეგად ნაღმი არ აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებებს. გამოძიება ოთხივე შემთხვევასთან დაკავშირებით ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართვევლოს სსკ-ის 331- მუხლის 1-ლი ნაწილით).

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სექტემბერში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, კოდექსის 331- მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გამკაცრდა პასუხისმგებლობა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის. სანქცია ამგვარი ქმედებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად გაიზარდა 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვთის ნაცვლად სანქცია გაიზარდა 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კერძოდ, კოდექსს დაემატა 174-ე მე-15 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად, „112“-ის არამიზნობრივი, სისტემატური გამოყენება ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით ითვალისწინებს საკმაოდ მაღალ ჯარიმებს. ასევე, აღნიშნული კოდექსის 172-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, არასრულწლოვნის მიერ „112“-ის არამიზნობრივი გამოყენებისათვის პასუხს აგებს მისი მშობელი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. |

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია