მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შეფერხებას აპროტესტებს - 20 მაისი 2014

myrights.ge

კამპანიაეს შენ გეხებაისევ გვისმენენფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შეფერხებას აპროტესტებს. კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები  შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ 16 მაისის სხდომაზე პარლამენტმა ვერ დაამტკიცა ის შეთანხმებული ცვლილებებიც კი, რომელიც გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა პირადი ინფორმაციისა და ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების თვალსაზრისით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში ინტენსიურად მიმდინარეობდა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის რეგულაციებში პროგრესული ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა. კანონპროექტი პირველი მოსმენით განხილულ იქნა პლენარულ სხდომაზეც, თუმცა, სამწუხაროდ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტმა მისი მიღება ვერ მოახერხააღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ვერ მიიღო კანონპროექტი იმ პირობებშიც კი, როცა ის აღარ შეიცავს იმ მუხლებს, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს მობილური ოპერატორების სერვერებზე პირდაპირ წვდომას კრძალავს, რაც სამართალდამცავი უწყებების მთავარი კრიტიკის საგანი იყო.

კამპანიაშიეს შენ გეხებაისევ გვისმენენგაერთიანებულ ორგანიზაციებს გვსურს, განვმარტოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე გატანილი საკანონმდებლო ინიციატივა შეიცავდა რიგ პროგრესულ დებულებებს, კერძოდ: კანონპროექტით დგინდება დანაშაულის ტიპები, რა დროსაც ნებადართულია თვალთვალისა და მიყურადების განხორციელება, ვიწროვდება პირთა წრე, რომელთა თვალთვალი და მიყურადება ნებადართულია, იზრდება პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის ფუნქციები და სისტემის მონიტორინგის სხვა მექანიზმები. კამპანიის წევრებისთვის ნამდვილად მისასალმებელია აღნიშნული პროგრესული დებულებების მიღება და ამ პროცესში დეპუტატთა ნაწილის აქტიურობა, რამაც დადებითი გავლენა იქონია კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმებოდა ინიციატორების მიერ შემოთავაზებულ ჩანაწერს სატელეკომუნიკაციო მონაცემებზე სამართალდამცავების პირდაპირი წვდომის შეზღუდვის შესახებ. შედეგადცვლილებების პაკეტის საკომიტეტო განხილვების დროსელექტრონული კომუნიკაციებისშესახებ საქართველოს კანონის პროექტს დაემატა გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც სატელეკომუნიკაციო მონაცემებზე და მოსახლეობის სატელეფონო საუბრებზე პირდაპირი წვდომა სამართალდამცავების განკარგულებაში დარჩება მანამდე, სანამ ახალი კომისია გამოსავალს მოძებნის და გადაწყვეტილებას მიიღებს. ამდენად, ცალკეული პროგრესული დებულებების გაზიარების მიუხედავად პარლამენტმა კვლავაც ღიად დატოვა სამართალდამცავების მხრიდან მობილური ოპერატორების სერვერებზე წვდომის საკითხი, რაც კანონპროექტის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა და მნიშვნელოვნად განაპირობებდა სხვა საკანონმდებლო ცვლილებების რეალურ გავლენას პრაქტიკაზე.

ამწუხაროა, რომ  მიუხედავად წინა წლების გამოცდილებისა, როდესაც სამართალდამცავებს ჰქონდათ პირდაპირი წვდომა მობილური ოპერატორების სერვერებზე და აბონენტების პერსონალურ მონაცემებზე, რის შედეგადაც შსს გააჩნდა პირად ცხოვრებაში თვითნებური და შეუზღუდავი ჩარევისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი უზარმაზარი არქივების შექმნის შესაძლებლობა, გამოძიების ეტაპზე თვითნებური და უკონტროლი მოქმედების, მართლმსაჯულების განხორციელების დროს უსამართლო უპირატესობის მოპოვებისა და მხარეთა თანასწორობის უგულვებელყოფით მოქმედების შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ მანკიერი პრაქტიკის დასრულებისათვის დაეჭირა მხარი და ეს მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე გაემყარებინა.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები  შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ 16 მაისის სხდომაზე პარლამენტმა ვერ დაამტკიცა ის შეთანხმებული ცვლილებებიც კი, რომელიც გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა პირადი ინფორმაციისა და ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების თვალსაზრისით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც საქართველოს პარლამენტმა და არც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ გამოიყენეს საკმარისი რესურსი, რათა ამ მიმართულებით მდგომარეობა შეცვლილიყო.

ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში გამოხატავს შესაბამის პოლიტიკურ ნებას და  რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო პაკეტს, როგორც  ეს დეპუტატთა ნაწილის მხრიდან საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერდა, ხოლო არჩევნების შემდეგ არ დააყოვნებს მისი მეორე და მესამე მოსმენით მიღებას".

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია