მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქართველი მებაჟეები ინგილოებს დასცინიან?! - 22 მაისი 2014

myrights.ge

საქართველო აღმოსავლელ მეზობელ აზერბაიჯანს ლაგოდეხი-ბელაქნის სახელმწიფო საზღვრით უკავშირდება, რასაც ისტორიული ჰერეთი, დღევანდელი საინგილო მოჰყვება. საბჭოთა პერიოდში, მდინარე მაწიმის ორივე მხარეს თითობუტკაიდგა და საზღვარსაც სიმბოლურ სახე ჰქონდა. დღეს კი ორივე მხარეს ისეთი ინფრასტრუქტურა და პროცედურებია, რომ ადვილად ხვდები _ ნანატრ ევროპამდე ჯერ კიდევ შორია.

საბჭოური სისტემის დანგრევის შემდეგ ეს საზღვარი წლების განმავლობაში, მოქალაქეთა ძარცვა-გლეჯის პოლიგონად იყო ქცეული. 90-იანებში და შემდეგაც სასაზღრო-საბაჟო კანონ-წესები არავის ადარდებდა და მგზავრს მეწველ ძროხად აღიქვამდნენ. გასაგები მიზეზების გამო, გარკვეული პროდუქცია (საწვავი, თხილი, ნიგოზი, რძის პროდუქტები) აზერბაიჯანიდან შემოდიოდა და იქაური მებაჟეები წვრილ მოვაჭრეებს ,,ცხრაპირ ტყავს აძრობდნენ“. ამის გამო, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ერთ-ერთ სარფიან სამუშაო ადგილად მიიჩნეოდა...   

საქართველოსა და მათ შორის ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე წვრილი კორუფციის აღმოფხვრისა და საზღვრის ევროპულ ყაიდაზე მოწყობის შემდეგ, აზერბაიჯანული მხარეც დაფაცურდა და ცოტა გადაამლაშა კიდეც: იმხელა სასაზღვრო ქალაქი მოაწყო, ევროპა კიდევ უფრო შორს დარჩა. მგზავრს ფეხით იმხელა გზის გავლა უწევს, ადვილი მისახვედრია, ამ  ქვეყნის ხელისუფლებას ევროპული მომავალი, სასაზღვრო ლიბერალიზაცია და მსგავსი პერსპექტივები ნაკლებად აღელვებს. ქართულ მხარეს ბევრად გამარტივებული და მისაღები ვითარებაა _ საპასპორტო შემოწმება და ბარგის საბაჟოზე გატარება იოლია, ფეხით გასავლელიც მცირეა, მაგრამ ბოლო დროს ხარვეზები აქაც გამოჩნდა, რაც ყოვლად მიუღებელი და ყურადსაღებია. კერძოდ, ზოგჯერ მებაჟე კანონს არაფრად დაგიდევს და გადაწყვეტილებას გადასატანი პროდუქციის ოდენობაზე თვითნებურად იღებს. წინა ხელისუფლებისას კი კანონი არ ადარდებდათ და კედელზე გაკრული ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებდნენ.

ვერსიასერთ-ერთი მგზავრი თემურ . დაუკავშირდა და უსიამოვნო შემთხვევის შესახებ უამბო: „ლაგოდეხის საბაჟო- გამშვებ პუნქტზე მომხდარმა ფაქტმა, რამდენიმე წამით, გულისცემა გამიჩერა და სისხლი გამიყინა: ბებოს კახიდან (საინგილოს ერთ-ერთი რაიონი) მარწყვის ძირები და პომიდვრის ჩითილი მოჰქონდა. გვერდში პატარა შვილიშვილი ჰყავდა, ისე ჩანდა, თითქოს ერთმანეთს ეხმარებიან და ამხნევებენო. სასაზღვრო კონტროლის გავლისას, მათ უკან აღმოვჩნდი. ერთმა მებაჟემ შორიდანვე დაინახა ჩითილი, ბებოს მიუახლოვდა და ეუბნება, ქალბატონო, თუ შეიძლება, ჩითილი გადაყარეთ... გამოვექომაგე _ კი, მაგრამ კანონით, ნახევარ კილოგრამამდე გადმოტანის უფლება ხომ აქვს-მეთქი. ნახევარ კილოზე მეტიაო, _ მიპასუხა მებაჟემ. ბებოს ჩანთა ამოუქექეს და ჩითილის ნაწილი ნაგვის ურნაში ჩაუძახეს. ამ დროს მეორე მებაჟე გამოჩნდა, რომლის ცივსისხლიანი გამოხედვაც არასოდეს დამავიწყდება და მოხუცს მიაძახა _ რა არის, ქალბატონო, საქართველოში აღარ იშოვება ჩითილი, ურჯულოებისმიწიანი ძირები რომ შემოგაქვსო? თვალცრემლიანმა ბებომ უპასუხა _ შენისთანა ვაიქართველების ბრალია, საზღვრის გავლა რომ მჭირდება საქართველოში შესასვლელადო... კიდევ კარგი, პატრულის პატიოსანი თანამშრომელი შემოგვესწრო, თორემ საქმე ცუდად წავიდოდა. ვინც ამ მებაჟეს (სამწუხაროდ, ასეთები მრავლადაა) სკოლაში ისტორია ასწავლა, მერე უნივერსიტეტში და საერთოდ, ვინც სამსახურში მიიღო, იმ ხალხს უნდა მიადგე და პასუხი მოსთხოვო. როცა ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ ისტორიულ ჰერეთზე იტყვი, ურჯულოების მიწააო, ვინ უნდა იყო და საიდან უნდა მოდიოდე?“  

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია