მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დიმიტრი დარბაისელი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს - 23 მაისი 2014

„მადლობა კახი კალაძეს და მთავარ მოქალაქეს გაწეული კონსულტაციისთვის!“

myrights.ge

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა. სისტემის უკვე ყოფილი ხელმძღანელი გადაწყვეტილების  მიზეზებზე საუბრობს:

მე ძალიან მძიმე პერიოდში მომიწია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობა, დასამალი არ არის, რომ ეს უმძიმესი სფეროა. პატიმრებთან მუშაობა და ურთიერთობა განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს თანამშრომლებისგან, მით უმეტეს, როცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. დეპარტამენტი, მისი თანამშრომლები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ სასურველ სტანდარტებს.

სწორედ ამიტომ, მე როგორც მენეჯერმა, საჭიროდ ჩავთვალე და თავად მივიღე გადაწყვეტილება თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის შესახებ, რათა მათ კიდევ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. მათ 24-საათიან რეჟიმში, უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა ყველაზე რთულ, გარდამავალ პერიოდში. ისინი ფაქტიურად ვერ ნახულობენ საკუთარ ოჯახებს და სამსახურში უწევთ ღამეების თენება. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ მათ რეალურად შეცვალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჩემს დანიშვნამდე.

ჩემმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები და გამოიწვია უკმაყოფილება. კარგად მესმის, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელია ახსნა, თუ რა მასშტაბის და სიმძიმის სამუშაო იყო გასაწევი. მე ბოლომდე ერთგულად ვემსახურე ჩემს საქმეს და ჩემს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მე ვრჩები ერთგული ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სრული აბსურდია ყველა ის ბრალდება, რომელიც გაისმა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს დიმიტრი დარბაისელის მხრიდან ღირსეული საქციელი იყო. ღარიბაშვილის შეფასებით, დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიები მიუღებელია და დიმიტრი დარბაისელმა შეცდომა დაუშვა, თუმცა დღეს ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა, რაც დასაფასებელია:

ჩვენ შეცდომების არ გვეშინია, რადგან თუ შეცდომას ვუშვებთ, მას მაშინვე ვასწორებთ. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის სტილი და პატარა გადაცდომების გამო ტრაგედია არ უნდა შექმნათ. ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა ურთულესი საქმე შეასრულა. მათ დაალაგეს ვითარება ციხეებში და აღმოფხვრეს ურთულესი პრობლემები. ამას დიდი შრომა სჭირდებოდა და მინდა, მადლობა ვუთხრა ამ გუნდის წევრებს ასეთი შრომისთვის“.

„მადლობა კახი კალაძეს და მთავარ მოქალაქეს გაწეული კონსულტაციისთვის!“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა.  

იხილეთ ვიდეობმული: 

http://www.youtube.com/watch?v=bGuUfVkjusA

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია